შაბათი, 20 აპრილი, 2024
| | | |
 
კულტურა
მუზეუმები
გალერეები
თეატრები
კინოთეატრები
ატრაქციონები
გამოფენები
პანთეონები
საკონცერტო დარბაზები

მომსახურება
ბანკები
თარჯიმნები
საკონფერენციო დარბაზები
დღესასწაულების მოწყობა
დაზღვევა
განათლება
ნოტარიუსები
დასაქმება
კომუნიკაცია
უძრავი ქონება
მედია
მედიცინა
ექსპრეს ფოსტა
სპორტი
ტურ - კომპანიები
სხვა

ტურისტული მარშრუტები

მარშრუტი 2: მთაგორიანი თბილისი
Click on Object

აბანოთუბანი

ჩვენი მეორე ტურისტული მარშრუტი აბანოთუბანიდან იწყება, სადაც გორგასლის მოედნიდან გორგასლის ქუჩით ვხვდებით. სწორედ აქ არის დღევანდლამდე მოქმედი გოგირდის აბანოები და შეიძლება ითქვას, რომ აქედან იწყებოდა საქართველოს დედაქალაქის მშენებლობა. გადმოცემის მიხედვით, გოგირდის წყაროები მეფე ვახტანგ გორგასალმა აღმოაჩინა ნადირობისას. წყაროები მთა თაბორიდან გადმოედინებოდნენ. ამ უბანს სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ. თავდაპირველად მას ჩვენი დედაქალაქის სახელს უწოდებდნენ - თბილისი. მე-17 საუკუნეში აქ სპასრსეთიდან სეიდების ტომი გადმოსახლდა და რაიონს სეიდ-აბადი დაერქვა. მოგვიანებით, მე-18 საუკუნის დასაწყისიდან რაიონს ”ხარპუხს” უწოდებდნენ, რაც სურდოს ნიშნავს. გადმოცემით, ერთ გამოქცეული კაცი გზაში გაციებულა და სურდო დაწყებია. მას თურმე ცხვირი აბანოს კარებთან არსებულ ქვაზე მიუდია და სურდომაც ხელად გაუარა. შედეგად აქ, მთელმა ქალაქმა დაიწყო სიარული სურდოსაგან განსაკურნად. სინამდვილეში, ხარპუხი არა მარტო აბანოთუბანი, არამედ მთლიანი ტერიტორიაა ორთაჭალამდე და ასევე, სოფელი თაბორის მთის ფერდობებზე.

ნიკო ფიროსმანაშვილის ძეგლი

აბანოთუბანის დასაწყისში, მწვანე დაბლობის შუაგულში, დაბალ, ფაქტობრივად ბრტყელ ფუნდამენტზე განთავსებულია ნიკო ფიროსმანაშვილის ძეგლი (მოქანდაკე ე. ამაშუკელი, 1975 წ). მხატვარი მუხლმოდრეკილი, ფეხშიშველი მკერდში იკრავს უსუსურ კრავს.

გოგირდის აბანოები

თბილისი ოდითგანვე ცნობილია თავისი გოგირდის აბანოებით. მათგან ყველაზე ძველი ერეკლე მე-2-ს აბანოა. აბანოს ქუჩაზე განთავსსებულ აბანოთაგან ყურადღებას იქცევს ორბელიანის აბანო. მას ასევე ”ჭრელ აბანოსაც” უწოდებენ. ყველა აბანო მიწის ქვეშაა განთავსებული, თაღებითა გადახურული და გუმბათს ზემოთ არსებული მინის ფარნის წყალობით, ბუნებრივად განათებული. ძველად ბანაობის დრო შეზღუდული არ იყო. თბილისის მაცხოვრებლებს აქ თავისუფალი დროის გატარება უყვარდათ. ისინი აქ წვულებებსაც კი მართავდნენ. ქალებისათვის განსაზღვრული დღეები იყო გამოყოფილი. დიდ რუს პოეტს ალექსანდრე პუშკინს უთქვამს, რომ მას არსად არ მიუღია ისეთი სიამოვნება, როგორც თბილისის გოგირდის აბანოში. ამ საოცარ წყაროზე საუბარი დიდ ხანს შეიძლება, თუმცა ჯობს საკუთარ თავზე გამოსცადოთ მისი სასწაულმოქმედი ძალა.

მეჩეთი

ვიწრო ჩიხები და კიბისებურად განლაგებული ეზოები სრულებით დამახასიათებელია ქუჩისათვის, რომელიც მთიან რელიეფზე მიემართება. სწორედ ასეთია ბოტანიკური ქუჩა, რომლის ერთ-ერთ მოსახვევში დგას ერთადერთი მოქმედი მეჩეთი მოთეთრო-მოცისფრო გუმბათით. იგი ძველი მეჩეთის ადგილას 1864 წელს აიგო. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლამდე თბილისში კიდევ ერთი, შიიტური მეჩეთი იდგა. იგი შაჰ აბასმა მეტეხის ხიდის ნაპირას ააგო. თუმცა, 1950 წელს იგი დანგრეულ იქნა. ამის შემდგომ თბილისელი შიიტი მუსულმანები სუნიტურ მეჩეთში ლოცულობენ. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც რელიგიური წინააღმდეგობების მიუხედავად შიიტები და სუნიტები ერთ მეჩეთში დადიან.

ბოტანიკური ბაღი

მეჩეთის უკან მრავალ კვდრატულ კილომეტრზე გადაჭიმულია თბილისის ბოტანიკური ბაღი. იგი წავკის-წყალის ხეობაში, თაბორისა და სოლოლაკის ქედებს შორის და მათ ფერდობებზეა განლაგებული. ბაღი 1625 წლიდან არსებულ სამეფო ბაღის ბაზაზეა შექმნილი. აქ მთელი წლის მანძილზე ყვავის ულამაზესი ყვავილები და მცენარეები. ბაღში აღმოაჩენთ ჩანჩქერს და ხიდს მდინარის გასწვრივ.

ნარიყალა

სოლოლაკის ქედის თავზე ნარიყალას ციხესიმაგრეს აღმოაჩენთ. იგი ძველი თბილისის ყოველი კუთხე-კუნჭულიდან მოჩანს. ადგილი ციხე-სიმაგრის ასაშენებლად საუცხოოდაა შერჩეული. ჩანს, თბილისი სამხედრო ბაზად იყო ჩაფიქრებული. უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა შეამჩნიეს როგორც ადგილობრივმა მმართველებმა, ისე უცხოელმა დამპყრობლებმაც. ერთნიც და მეორენიც ნარიყალას საკუთარ რეზიდენციად და შტაბ-ბინად აქცევდნენ ხოლმე. ნარიყალა პირველი მსხვილი ნაგებობაა თბილისში. შორიდან ჩანს, რომ შენობა მთის მწვერვალს იკავებს და და ქვემოთ, უფრო მომცრო მწვერვალზე ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ კედლების მშენებლობის ტექნიკა ყველას ანცვიფრებს

ქართლის დედა

ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევებში განთავსებულია 1935 წელს შექმნილი სასეირნო ბილიკი. სწორედ აქ დგას ”ქართლის დედის” მრავალმეტრიანი ქანდაკება. ეს არის ქართველი ხალხის ლეგენდარული სულის სიმბოლო. ნაციონალურ კაბაში შემოსილ ქალს ერთ ხელში სტუმრისათვის განკუთვნილი ღვინის ფიალა უჭირავს, მეორეში კი მტრისათვის გამიზნული ხმალი. ქანდაკება 1958 წელს მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა შექმნა.

ათეშგა

ნარიყალადან მარჯვნივ, ქართლის დედის მონუმენტთან ახლოს შენარჩუნდა აგურის ნაგებობის ნანგრევები. ამ ადგილას უძველესი დროიდან იდგა ცეცხლთაყვანისმცემლების ტაძარი. მას ათეშგა ეწოდებოდა. სახელწოდება გამოომდინარეობს ”ათეშ კადე” -დან, რაც ნიშნავს ”ცეცხლის ტაძარს”. ათეშგა მე-5 საუკუნეში, მეფე ვახტანგ გორგასლის მეფობისას აღიმართა. ცნობილია, რომ სპარსელები ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ. მათ შემდეგ მოსული არაბები უკვე არაბები იყვნენ, თუმცა მათ არ უხლიათ ხელი ათეშგასათვის. ამის მიზეზი სავარაუდოდ ცრურწმენები უნდა იყოს და არა სიძველის შენარჩუნების სურვილი. თუმცა, 1720 წელს, თურქებმა აკრძალვა დაარღვიეს. მათ არა ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს ათეშგაზე. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ არაბებმა მთლიანად დაანგრიეს ტაძარი და მის ნაცვლად ააშენეს მეჩეთი. სხვები კი თვლიან, რომ მათ ის მხოლოდ გადააკეთეს მეჩეთად. ქართველმა მეფეებმა ათეშგა წარსულის გადმონაშთის სახით შემოინახეს. ეს ფაქტი ნათელი დადასტურებაა ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა და ბრძნული სახელმწიფო პოლიტიკისა.

ბეთლემის ტაძარი

ნარიყალას ციხესიმაგრის ძირას, კლდის უბანში განთავსებულია ბეთლემის ტაძარი. იგი მეფე ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში, მე-5 საუკუნეში აშენდა. იგი არა ერთხელ დაექვემდებარა მრავალრიცხოვან ცვლილებებსა და რეკონსტრუქციებს, რომლებმაც არსებითად შეცვალეს მისი თავდაპირველი იერი. რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ბეთლემის ტაძარი სომხებმა იყიდეს და იქ სომხური ქალთა მონასტერი დაარსდა. 90-იან წლებში, იმის გამო რომ მონასტერი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა, ტაძარი ქართულ ეპარქიას დაუბრუნეს.

ბეთლემის ქუჩა-კიბე

  აქვე იწყება კლდისუბანისათვის დამახასიათებელი ქუჩა-კიბე, რომელსაც თბილისელები ფეთხაინს უწოდებენ. ამ ქუჩის პროექტი შეიმუშავა გუბერნიის არქიტექტორმა ბელოიმ 1850 წელს .