ოთხშაბათი, 21 ნოემბერი, 2018
| | | |
 
ქართული მითოლოგია

ქართველებს მდიდარი მითოლოგია გაგვაჩნია. ეს არის ძველი ქართული მითების და ისტორიების კომპლექსი უძველეს ღმერთებზე, გმირებსა და სამყაროს მოწყობაზე.

 ქართული მითოლოგიის ყველაზე პოპულარული გმირი ამირანია. იგი ნადირობის კავკასიელი ქალ-ღმერთის  დალის და უცნობი მონადირის  შვილია. სწორედ ამ უკანასკნელმა გაზარდა იგი.

 

როდესაც საცოლის ძებნისას ბოროტ ძალებს ებრძოდა, მისი ორი ძმა დაიღუპა. შედეგად, ამირანმა თავი მოიკლა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ მას სიცოცხლე დაუბრუნდა. ამის შემდეგ, ამირანმა შეწყვიტა საცოლის ძებნა, ღმრთისაგან გაძლიერდა და გოლიათის წინააღმდეგ გაილაშქრა. შემდეგ კი, თვითონ ღმრთის წინააღმდეგაც კი. ასეთი თავხედობისათვის, ღმერთმა ამირანი დასაჯა.


ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია გმირ იასონსა და ოქროს საწმისს უკავშირდება. ჯადოსნური ცხვარის საწმისი  კოლხეთის შორეულ მიწაზე ინახებოდა.  უწინდელ დროში კოლხეთი უძველესი ქართული სამეფო და დასავლეთ საქართველოს რეგიონი იყო.


იმისათვის, რომ  დაემტკიცებინა, რომ იოლკის მეფის სტატუსი ეკუთვნოდა, იასონს კოლხეთიდან ოქროს საწმისი უნდა ჩამოეტანა. საწმისი მეფე აიეტს ეკუთვნოდა, რომელსაც დარაჯობდა გველი, რომელსაც არასოდეს ეძინა.  იასონმა მოაგროვა გმირების ჯგუფი,  რათა წასულიყო შორეულ მგზავრობაში და მოეპოვებინა ოქროს საწმისი. ამ გმირებს შორის იყვნენ ჰერაკლე, თესუსი, ორფეუსი, კასტორი და პოლუქსი. მათ გემს ”არგო” ერქვა. ამიტომ, ისინი თავს არგონავტებს უწოდებდნენ.


მრავალი თავგადასავლის შემდეგ, იასონმა და არგონავტებმა მიაღწიეს კოლხეთს. თუმცა, მეფე აიეტი  უარობდა იასონისადმი ოქროს საწმისის გადაცემას სანამ ის უღელში არ შეებავდა ჰეფესტოს მიერ გამუჭედილ სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარებს და არესის ოთხ დღიურ ხოდაბუნისაკენ არ გარეკავდა; შემდეგ ხოდაბუნი სწრაფად უნდა  მოეხნა და გველეშაპის კბილები დაეთესა. იქიდან ამოსული იარაღასხმული მეომრები დაემარცხებინა და ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა მოესწრო. აიეტს ქალიშვილი ჰყავდა, რომელსაც მედეა ერქვა. მედეას შეუყვარდა იასონი და დაეხმარა მას  ამ დავალებების შესრულებაში. მედეა, დააძინა რა მოდარაჯე გველი, იასოსნს  საწმისის მოპარვაშიც დაეხმარა. შედეგად, მედეა, იაოსონი და არგონავტები ოქროს საწმისთან ერთად იოლკში გაემგზავრნენ.


საბოლოოდ, იასონმა ოქროს საწმისი პელიასს მიუტანა, ხოლო არგო ნეპტუნსს შესწირა.