ორშაბათი, 20 აგვისტო, 2018
| | | |
 
ქართული ჭიდაობა

ჭიდაობას რა უნდა, ფეხის წამოკვრა უნდა ... გვიმღერის ერთი ძველი ქართული სიმღერა. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ეს ერთი შეხევით ჩანს. ჭიდაობა ეს არის კომპლექსი გააზრებული ტექნიკური მოქმედებებისა, რომლებიც ერთ დროს თავის გადარჩენის საშუალებას წარმოადგენდნენ. დღესდღეობით, იგი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობაა. ქართველები კი ამ სახეობაში განსაკუთრებით ძლიერნი ვართ.

დამიჯერებთ, თუკი გეტყვით რომ არსებობს ქართული ჭიდაობის 2 ათასზე მეტი სახეობა? ყველა რეგიონს ჭიდაობის საკუთარი ტრადიცია გააჩნია. ზოგიერთ მათგანს ჭიდაობის რამოდენიმე სახეობაც კი აქვს.

ქართული ჭიდაობის ძირითადი ტიპებია:
  • ქართული ან ქართლ-კახური ჭიდაობა;
  • ფშაური ჭიდაობა;
  • თუშური ჭიდაობა;
  • მთიულური იღლიღორა;
  • მესხური ჭიდაობა;
  • სვანური ჭიდაობა;
  • რაჭული ღოჯური;
  • გურული ჭედობა;
  • მეგრული რკინება;
  • აჭარული მატეკრობა;
  • იმერული საბეჭურიდან ჭიდაობა.

ნება მომეცით გითხრათ რომ ეს ქართული ჭიდაობის  ჯერ კიდე სრული სია არ არის.