პარასკევი, 29 მარტი, 2024
| | | |
 
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
მისამართი: რუსთაველის გამზ. 3
ტელ: +995 (32) 299 80 22
ფაქსი: +995 (32) 298 21 33
ელ_ფოსტა: info@museum.ge
ვებ გვერდი: www.museum.ge

ბილეთის ფასი: უფროსები - 1.50 ლარი (დროებით გამოფენებზე - 3 ლარი), ბავშვები - 1.00 ლარი, სტუდენტები - 1.00 ლარი. საექსკურსიო მომსახურება - 10.00 ლარი.
სამუშაო საათები: ყოველ დღე გარდა ორშაბათისა - 11:00 - 18:00
 
მუზეუმი ფუნქციონირებს, როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუტი. მის ფონდებში დაცულია 1 200 000 ექსპონატი. მათ შორის, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობისა და ხატწერის ნიმუშები და სხვ.

მუზუემში იხილავთ ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვან მასალას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ქვებისა და ლითონის უნიკალური ნაკეთობებია წარმოდგენილი. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით თარიღდება.