პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. 1
ტელ: +995 (32) 299 99 09
ელ_ფოსტა: info@museum.ge
ვებ გვერდი: www.museum.ge

ბილეთის ფასი: უფროსები - 1.50 ლარი (დროებით გამოფენებზე - 3.00 ლარი), ბავშვები - 1.00 ლარი, სტუდენტები - 1.00 ლარი. საექსკურსიო მომსახურება - 10.00 ლარი.
სამუშაო საათები: ყოველ დღე გარდა ორშაბათისა - 10:00 - 18:00
 
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში დაცულია ქართული ხელოვნების ყველაზე ცნობილი ნიმუშები. აღნიშნული მუზეუმის სხვადასხვა კოლექციაში, დაახლოებით, 6 ათასი ნივთი ინახება. ყველაზე მნიშვნელოვან ექსპონატებად მიიჩნევა: ზარზმის ფერისცვალების ხატი, ბედიის ბარძიმი, ანჩისხატისა და ხახულის კარედები, ტონდო წმინდა მამაის გამოსახულებით, საწინამძღვრო ჯვრები და სხვ.

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში ინახება, ასევე, ისეთი ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ნიკო ფიროსმანაშვილი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე და სხვანი.

მუზეუმი მასპინძლობს რუსულ, დასავლეთ ევროპულ და აღმოსავლურ (უმეტესად სპარსულ) ხელოვნების ნიმუშებსაც.