ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024
| | | |
 
ფულის მუზეუმი
მისამართი: ლეონიძის ქ. 3/5
ტელ: +995 (32) 240 64 05
ელ_ფოსტა: mtodua@mbg.gov.ge
ვებ გვერდი: www.nbg.gov.ge/index.php?m=366&lng=eng

ბილეთის ფასი: უფროსები - 0.50 ლარი, ბავშვები - 0.10 ლარი, სტუდენტები - 0.20 ლარი. საექსკურსიო მომსახურება - უფასო.
სამუშაო საათები: ყოველ დღე გარდა შაბათ-კვირისა - 10:00 - 16:00
 
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დააარსა ფულის მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელთათვის უკვე ღიაა. მუზეუმი სტუმრებს თავლწინ გადაუშლის ფულის მიმოქცევის ისტორიას საქართველოში, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში იწყება. მათ აქ, ასევე, შეუძიათ იხილონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის ნიმუშები. გამოფენა უძველესი კოლხური ფულის, ეგრეთწოდებული კოლხური თეთრის წარდგენით იწყება. კოლხეთმა ვერცხლის ფულის ემისია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში დაიწყო. ეს იყო მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში სულ რაღაც რამოდენიმე ქვეყანას ჰქონდა წარმოდგენა მონეტების არსებობის შესახებ. აქედან გამომდინარე, კოლხური თეთრი უძველეს მონეტად უნდა მივიჩნიოთ. ის ისეთი დიდებული ხარისხითაა შესრულებული, რომ თანამედროვე მსოფლიოს ვერც ერთი მონეტა ვერ შეედრება.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ შეიძინონ ქართული ისტორიული მონეტების ასლები, თანამედროვე საიუბილეო მონეტები და ბანკნოტები და ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული წიგნები და ბროშურები.