პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
მისამართი: კუს ტბის გზტკ. 1
ტელ: +995 (32) 272 90 46
ელ_ფოსტა: info@museum.ge
ვებ გვერდი: www.museum.ge

ბილეთის ფასი: უფროსები - 1.50 ლარი (დროებით გამოფენებზე - 3.00 ლარი), ბავშვები - 1.00 ლარი, სტუდენტები - 1.00 ლარი. საექსკურსიო მომსახურება - 10.00 ლარი.
სამუშაო საათები: ყოველ დღე გარდა ორშაბათის გარდა - 10:00 - 18:00
 
მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს ცნობილი აკადემიკოსისა და ეთნოგრაფის, გიორგი ჩიტაიას მიერ იქნა დაარსებული. ეს მუზეუმი საქართველოში არსებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე უნიკალურია. განსაჯეთ, თქვენ ხომ გეძლევათ შესაძლებლობა დაათვალიეროთ საქართველოს ყველა რეგიონი, სულ რაღაც, ნახევარ საათში და ყოველი მათგანის არქიტექტურისა და ტრადიციების შესახებ შეიტყოთ. მუზეუმი ღია ცის ქვეშ თბილისში, კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილშია განთავსებული. იგი 65 ჰექტარ მიწას იკავებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ტრადიციული ხელოვნებისა და არქიტექტურის ელემენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.