სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2019
| | | |
 
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
მისამართი: ლ. ქიაჩელის ქ. 12
ტელ: +995 (32) 299 74 12
ელ_ფოსტა: info@museum.ge
ვებ გვერდი: www.museum.ge

ბილეთის ფასი: უფასო
სამუშაო საათები: ყოველ დღე კვირისა და ორშაბათის გარდა - 10.00 - 18.00
 
ეს მუზეუმი 1976 წელს მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვრის სახლის საფუძველზე იქნა დაარსებული. ელენე ახვლედიანი საფრანგეთსა და იტალიაში სწავლობდა და იქ რამოდენიმე გამოფენაც კი აქვს ჩატარებული. საქართველოში დაბრუნებისას კი, მისი სახლი ხელოვნების სალონად იქცა, სადაც პოეტური საღამოები თუ კონცერტები იმართებოდა. ელენე ახვლედიანის სახლში 400-ზე მეტი ნახატი ინახება, რომელთაც მხატვარი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე აგროვებდა. მუზეუმში დაცულია, აგრეთვე, უამრავი ფოტო-სურათი და დოკუმენტური ინფორმაცია.