პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. 10
ტელ: +995 (32) 299 81 16
ბილეთის ფასი: უფროსები - 0.30 ლარი, ბავშვები - 0.20 ლარი, სტუდენტები - 0.20 ლარი.
სამუშაო საათები: ყოველ დღე ორსაბათისა და სამშაბათის გარდა
 
ზაქარია ფალიაშვილი - ცნობილი ქართველი კომპოზიტორია. მას ქართული კლასიკური მუსიკის დამაარსებლად მიიჩნევენ. ბავშვობისას, იგი გუნდში მღეროდა, ხოლო ქუთაისის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მან ორღანზე დაკვრა ისწავლა. მისი პირველი მასწავლებელი მისი ძმა ივანე იყო, რომელიც მოგვიანობით დირიჟორი გახდა. 1887 წელს ფალიაშვილი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და მუსიკალურ სკოლაში შევიდა. 1900-1903 წლების განმავლობაში, ზაქარია მოსკოვის კონსერვატორიაში, სერგეი ტანიევის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა კომპოზიციას. სამშობლოში დაბრუნებისას, ფალიაშვილმა ქართული ეროვნული მუსიკის განვითარებაში მნიშვნელოანი როლის შესრულება დაიწყო. მან შეაგროვა ქართული ხალხური სიმღერები, გახდა თანა-დამფუძნებელი ქართული ფილარმონული საზოგადოებისა და თბილისის კონსერვატორიას ჩაუდგა სათავეში. ზაქარია ფალიაშვილის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: აბესალომ და ეთერი (1919), დაისი (1923) და ლატავრა (1927).

მის მუზეუმში აღმოაჩენთ ექსპონატებს, რომლებიც ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გვიამბობენ. მათ შორის: სამახსოვრო ნივთებს, პეროსნალურ არქივს, კომპოზიტორის ხელნაწერებს, ფოტოებსა და სხვ.