ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024
| | | |
 
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი
მისამართი: გუდიაშვილის ქ. 11
ტელ: (+995 32) 293 23 05
ბილეთის ფასი: ბილეთი: 5 ლარი; 6-18 წლამდე - 3 ლარი; სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის - 3 ლარი; 6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ; მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ჯგუფი დაიშვება უფასოდ.
სამუშაო საათები: ყოველდღე 11:00 - 18:30 ორშაბათის და ოფიციალური უქმე დღეების გარდა.
 

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი, ქაშუეთის ეკლესიასთან, მისივე სახელობის ქუჩაზე, 11 ნომერში მდებარეობს.

ოჯახის ინიციატივით, მხატვრის საცხოვრებელი სახლის ნაწილი გადაკეთდა საგამოფენო დარბაზად და 2011 წლის მაისიდან ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი ღიაა საზოგადოებისთვის. ეს არის სამ სართულიანი, ელეგანტური ინტერიერით გამორჩეული საგამოფენო სივრცე, სადაც ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების პერმანენტულ ექსპოზიციასთან ერთად, რეგულარულად წარმოდგენილია თანამედროვე არტისტების გამოფენები. ტარდება ლექციები და სემინარები, რომელიც მოიცავს თანამედროვე ხელოვნების ყველა ასპექტს.

საგამოფენო დარბაზის ძირითადი მიზანია სხვადასხვა გამოფენებით წამორაჩინოს და მნახველს გააცნოს ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები და მისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.

ლადო გუდიაშვილი (1896-1980) იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნებისა. მან 1914 წელს დაამთავრა თბილისის სახვითი ხელოვნების სკოლა. 1919 წელს ლადო გუდიაშვილის სასწავლებლად გაემგზავრა პარიზში, სადაც სწავლობდა რონსონის "თავისუფალ აკადემიაში" (1919-1926 წწ.). ხელოვნების საერთაშორისო დედაქალაქში, ახალგაზრდა გუდიაშვილი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი შემოქმედებითი ხასიათითა და ტემპერამენტით, მალე გახდა ქალაქის კულტურული ცოხვრების აქტიური წევრი. პარიზში ახალგაზრდა მხატვარი, კაფე როტონდაში დაუმეგობრდა პაბლო პიკასოს, ფრანს მაზერელს, ამადეო მოდილიანს, ალბერ მარკეს, ანდრე დერენს; მწერლებსა და კრიტიკოსებს როგორებიც იყვნენ - ანდრე ბრეტონი, ანდრე სალმონი (ანდრე სალმონი გახლდათ გუდიაშვილის მეორე კატალოგის პროლოგის ავტორი) და ლუის არაგონი.

ლადო გუდიაშვილის პირველი გამოფენა პარიზში გაიმართა "შემოდგომის სალონში", რომელსაც მოჰყვა გამოფენები ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1922 და 1925 წლებში გაიმართა ლადო გუდიაშვილის პაერსონალური გამოფენები პარიზის გალერეებში - ”ლა ლიკორნ” და ”ბიიე”. მისი ნამუშევრები შეიძინა პრადოს მუზეუმმა, სხვადასხვა გალერეამ თუ კერძო კოლექციონერებმა. 1925 წელს თავის წიგნში ლადო გუდიაშვილის შესახებ, მორის რეინალი წერდა: ”ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების ნახვით, შეგიყვარდება საქართველო”.

1930 წელს ლადო გუდიაშვილი დაქორწინდა ნინა მგელაძეზე (შემდეგში ნინა გუდიაშვილი). ნინა გუდიაშვილი გახლდათ მხატვრის მუზა და მეგობარი მთელი ცხოვრების მანძილზე. 1946-48 წლებში გუდიაშვილმა მოხატა ქაშუეთის ეკლესიის საკურთხეველი. იგი ავტორია ბევრი ქართული და უცხოური წიგნების ილუსტრაციებისა. ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ოჯახსა თუ სხვადასხვა კერძო კოლექციებში მსოფლიო მასშტაბით. გუდიაშვილი გარდაიცვალა 1980 წელს და დაკრძალულია თბილისში ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ლადო გუდიაშვილის სახელს ატარებს ქუჩა და სკვერი თბილისის ცენტრში. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ასტრონომთა საერთაშორისო ორგანიზაციამ ლადო გუდიაშვილის სახელი მიანიჭა რიჰარდ მ. ვესტის მიერ აღმოჩენილ მცირე პლანეტას.