ხუთშაბათი, 28 მარტი, 2024
| | | |
 

სასტუმრო ფიროსმანი
მისამართი: სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. 6
ტელ: +995 (355) 24 30 30
ფაქსი: +995 (355) 24 30 30
ელ-ფოსტა: info@rcheuli.ge
ვებ-გვერდი: www.rcheuli.ge

ფასი: 85 ლარიდან
VISA    MASTER    
 
სასტუმრო "ფიროსმანი" მდებარეობს ისტორიული სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და თეატრის გვერდით. მდიდრული დელუქსები და ლუქსები საშუალებას მოგცემთ შესანიშნავად დაისვენოთ გემოვნებით მოწყობილ გარემოში, თუმცა უფრო ხელმისაწვდომი სტანდარტული ოთახები, თავისი სიმარტივითა და მინიმალისტური მიდგომით, იგივე სიმყუდროვესა და კომფორტს შეგიქმნით. სასტუმროს აქვს 18 კომფორტული ნომერი, ზოგიერთი მათგანი აივნით, ასევე საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 55 ადამიანს იტევს. სასტუმრო ,,ფიროსმანი’’ გთავაზობთ სიღნაღში ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ რესტორანს, სადაც გარემოს ავსებს ისტორიული სიღნაღის ხედი. რესტორანი გთავაზობთ ქართული და ევროპული კერძების დიდ არჩევანს, დამზადებულს ახალი, ადგილობრივი პროდუქტით. აქ, მშვენიერ სიყვარულის ქალაქში შეგიძლია გადაიხადო ქორწილი, აღნიშნო დაბადების დღე ან უბრალოდ ისადილო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

ოთახები:
* ფართე ოთახები კომფორტული საწოლებით;
* ტელევიზორი დისტანციური მართვის პულტით;
* ტელეფონი ;
* სააბაზანო თმის საშრობით;
* ოთახები აივნებით;
* ინტერნეტი;

სასტუმრო:
* უკაბელო ინტერნეტი საზოგადოებრივ ადგილებში და საკონფერენციო ოთახში;
* რესტორანი სრული სერვისით;
* დამატებითი საუზმე;
* ტურისტული პაკეტები;
* საკონფერენციო დარბაზი.