პარასკევი, 19 აპრილი, 2024
| | | |
 

ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი
მისამართი: დუშეთის რაიონი, ბაზალეთის ტბა
ტელ: +995 (32) 275 53 66, 275 53 67
ელ-ფოსტა: info@bazaletilake.ge
ვებ-გვერდი: www.bazaletilake.ge

VISA    MASTER    
ბაზალეთზე ყველაფერია აქტიური თუ პასიური დასვენებისთვის. ნებისმიერი ასაკის ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს იმიტომ, რომ აქ არის სპორტული მოედნები, საცურაო აუზი, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, დისკოთეკა, სადაც ყოველ საღამოს ანიმატორები აწყობენ გასართობ პროგრამებს, კარაოკე, კინოსეანსები. გვიან ღამემდე მუშაობს ბარი, ხოლო სტუმრების ყოველდღიური სამჯერადი კვება (შვედური სუფრა) ხდება რესტორანში, სადაც წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულო. სასტუმრო კომპლექსი ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს, ჰავა მშრალი და ზომიერია, რის გამოც აქაური ჰაერი წელიწადის ნებისმიერ დროს განურჩევლად სასარგებლოა ყველასთვის. თავად ბაზალეთის ტბა ვულკანური წარმოშობისაა, რომელიც სულ რამდენიმეა მსოფლიოში, მისი წყალი სამკურნალო თვისებებისაა და მისი ნაზავი აქაურ ჰავასთან ქმნის უნიკალურ სამკურნალო კლიმატს სტუმრებისთვის. ბაზალეთი გამომდინარე თავისი უნიკალური კლიმატური პირობებით და წყლის სამკურნალო თვისებებით არაჩვეულებრივი ადგილია გაჯანსაღებისთვის. ამისთვის ბაზალეთზე ფუნქციონირებს თანამედროვე სპა-ცენტრი, სადაც დამსვენებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც გამაჯანსაღებელი, ისე სამკურნალო პროცედურებით. მშრალი საუნა, რელაქსაციური ოთახები, აუზები, 20-მდე სხვადასხვა სახის სამკურნალო და ესთეტიური პროცედურა. ბაზალეთი საუკეთესო ადგილია ასევე საქმიანი შეხვედრების, კონფერენციების, სემინარების და სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებებისთვის. აქ არის 8 საკონფერენციო დარბაზი, აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკური პარამეტრებით და საქართველოში მართლაც რომ უკონკურენტო განთავსების პირობებით.