პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 
სასტუმრო: დემი

მისამართი: თუმანიშვილის ქ. 10 (ყოფილი ანანურის ქ.)
ტელ: +995 (32) 222 06 19
ფაქსი: +995 (32) 225 23 21
ელ-ფოსტა: demi@access.sanet.ge
ვებ-გვერდი: www.demi-hotel.com

 

ფასი: 70 ევროდან

VISA    MASTER    MAESTRO    

სასტუმროს შესახებ:

სასტუმრო " დემი" მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში - “ფიქრის გორა”-ზე და ძირითადად ბიზნეს მოგზაურებზეა გათვლილი , თუმცა ასევე პატივით იღებს და ემსახურება ტურისტებსაც. სასტუმროს თამანშრომლები კეთილგანწყობით და უმაღლესი დონის მომსახურეობით ყოველ მათგანს თავს სასურველ სტუმრად აგძნობინებენ, რაც ესოდენ საჭიროა ადამიანისთვის.

ოთახები:
შვიდი ოთახი–– ყველა აივნით!!!
შვიდივე ოთახს განსხვავებული დიზაინი აქვს . ოთახებში ავეჯი ლამაზად და მოხერხებულადაა განლაგებული. რომელი ოთახიც არ უნდა შეაჩიოთ, თქვენ დაგხვდებათ : კომფორტული საწოლი ( ერთადგილიანი ან ორადგილიანი ) , ტანსაცმლის კარადა ტანსაცმლის საკიდებით, სამუშაო მაგიდა მაგიდის ნათურით, მინი-ბარი უალკოჰოლო და მინერალური სასმელების მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ტელევიზორი საერთაშორისო არხების ფართო არჩევანით. ოთახში და აბაზანაში თქვენ იპოვით ყველა საჭირო ნივთს პირადი ჰიგიენისთვის. ყველა ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალურად მართვადი კონდენციონერით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტითა და ტელეფონის საეთაშორისო ხაზით. ყველა ოთახი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ინდივიდუალური სისტემებით .

მომსახურება:

ძირითადი სერვისი:

  • 24 საათიანი რეცეფცია და დაცვა
  • ოთახების ყოველდღიური დასუფთავება
  • თეთრეულის გამოცვლა – დღეგამოშვებით
  • მინი-ბარი ოთახებში სასმელების ფართო არჩევანით
  • ოთახების 24 საათიანი მომსახურება
  • ინდივიდუალურად რეგულირებადი გათბობა და კონდიციონერი
  • მაღალ-სიჩქარიანი ინტერნეტი / უკაბელო ინტერნეტი
  • ტელევიზორი სატელიტური არხებით
  • ტელეფონი ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირით
  • სამუშაო ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის
  • სეიფი სამუშაო ოთახში

სერვისი მოთხოვნით დამატებითი გადასახადის გარეშე:

  • თმის საშრობი ფენი / ოთახის ჩუსტები / აბაზანის ხალათი / ქოლგა
  • დამატებითი პირსახოცი / ბალიში / საბანი
  • ტანსაცმლის გაუთოება
  • ჩაი და ყავა მიმტანის მომსახურებით
  • ელექტრო ჩაიდანი და თერმოსი ოთახში
  • საუზმე და ვახშამი დადგენილ დროზე ადრე ან გვიან
  • პარკინგი (პირადი ავტოფარეხი)
  • ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განრიგის შესახებ / მატარებლების განრიგი
  • თეატრის, კონცერტის, მუზეუმის, ხელოვნების გალერეის და სპორტული ღონისძიების ბილეთების დაჯავშნა
  • გაზეთები მოთხოვნით
  • დამატებითი საწოლი ოთახში 12 წლამდე ბავშვებისთვის
  • ბარგის შენახვა

ბარები და რესტორნები:
ჩვენი სამზარეულო გთავაზობთ ევროპული და ქართული კერძების ფართო არჩევანს. ვცდილობთ გამოვიყენოთ ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო გემოთი.