ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024
| | | |
 


სიახლე
05.04.2011
საქართველოში რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. გარემოს დაცვის სამინისტროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებზე უახლესი ტიპის დეტექტორებით რადიაციული ფონი შეამოწმეს.სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო არის რეგიონის ცენტრი, საიდანაც მთელი შუა აზიის ქვეყნები ავტომანქანებით მარაგდება. საექსპორტო მანქანების ძირითადი ნაწილი კი სწორედ იაპონიიდან შემოდის, რის გამოც საქართველოში გამკაცრებულია იმ ტვირთების რადიაციული ფონის კონტროლი, რომლებიც ქვეყანაში საჰაერო და საზღვაო გზით იაპონიიდან შემოდის. ამდენად, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჰაერის დაბინძურების ხარისხის მონიტორინგი განსაკუთრებულ რეჟიმში ხდება. ამ ეტაპზე, საქართველოში იაპონიიდან შემოსულ ავტომანქანებზე მომატებული რადიაციული ფონი არ დაფიქსირებულა.ჰაერში გამა გამოსხივების დონის გაზომვა ყოველდღიურად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 13 მეტეოსადგურის მიერ სპეციალური ხელსაწყოებით ხორციელდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული საგენტოს სპეციალისტები რადიაციული ფონის და ჰაერის დაბინძურების ხარისხის რეგულარულ შემოწმებას მომავალშიც გააგრძელებენ.


06.20.2011   მობილური ქსელების ნუმერაცია შეიცვალა . კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად, მობილურ სააბონენტო ნომერს 8 ...
06.16.2011   დღეიდან საქართველოში ყველა ტიპის საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. "ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურებში იტალიური აპი დიზელი ისევ 2.40 ლარი ღირს, აპი სუპერი - 2.35 ლარი, აპი პრემიუმი კი 2.30 ლარი. 2.20 ლარი ღირს ევრო რეგულ ...
06.16.2011   მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. ლონდონში, InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 3,06 აშშ დოლარით შემცირდა და 117,10 აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპი ...
06.03.2011   საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ხორვატიის გუნდს შეხვედრა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება თბილისის დროით 22.00 საათზე. ევროპ ...
05.16.2011   16 მაისიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს. 19 მაისამდე ქვეყნის მასშტაბით მდგრადი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი . ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 25, ხოლო დასავლეთ საქართველოში 27 გრადუსი იქნება. დედ ...
05.04.2011   საქართველოში რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. გარემოს დაცვის სამინისტროს რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებზე უახლესი ტიპის დეტექტორებით რადიაციული ფონი შე ...
04.26.2011   დღეიდან ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში დარეკვა მხოლოდ ახალი კოდების მეშვეობით მოხდება . თბილისის ახალი კოდი არსებული 22-ის ნაცვლად 32 იქნება, ბათუმის კოდი – 88222, 422-ით იცვლება, ქუთაისის კოდი – 231, 431-ით, რუსთავის კოდი ...