06.20.2011 მობილური ქსელების ნუმერაცია შეიცვალა .
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად, მობილურ სააბონენტო ნომერს 8-იანის ნაცვლად პირველ ციფრად დაემატა - 5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 877-XX-XX-XX გახდა 577-XX-XX-XX.
მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) უნდა აკრიფოთ ციფრების კომბინაცია 577-XX-XX-XX.
ამასთან, ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან მობილურ ქსელში დასარეკად უნდა გამოიყენოთ ციფრების კომბინაცია 8-577- XX-XX-XX.
| |
|
|
|