პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 

აღმოაჩინე საქართველო
ხანგრძლივობა: 4 დღე
კომპანია: ფრეშ თრეველი
მისამართი: კოსტავას ქ. 63
ტელ: +995 (32) 225 11 10, +995 (32) 233 38 44
ფაქსი: +995 (32) 233 58 40
ელ–ფოსტა: info@fresh-travel.ge
ვებ-გვერდი: www.georgiatour.ge

 
ტურის შესახებ:

ეს ტური განკუთვნილია მათთვის, ვინც ყოველდღე სასტუმროების ცვლას, ერთ სასტუმროში დარჩენას ანიჭებს უპირატესობას. ოთხი დღის განმავლობაში საკმაოდ ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ ქვეყანაზე, მის ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე. ტური დაიწყება საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ღირსშესანიშნაობების მონახულებით. შეგვეძლება გავისეირნოთ ძველ თბილისში, დავტკბეთ მისი არქიტექტურული სტილების ნაირსხვაობით, მუზეუმებითა და აღმოსავლური მაღაზიებით. ასევე ვეწვევით კახეთსაც, რომელიც ”ღვინის მიწად” არის მიჩნეული. აქ, ისტორიულ-კულტურულ მონუმენტებთან ერთად, ვესტუმრებით ჩვეულებრივ ოჯახებსაც, რათა ქართული ტრადიციული კერძებითა და სტუმართმოყვარეობით დავტკბეთ. ასევე, ვეწვევით შუა საუკუნეების ქალაქ - სიღნაღს, რომელიც სტუმრებს, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ჩატარებული აღდგინითი სამუშაოების შემდეგ ხიბლავს. ტურის მესამე დღე მიეძღვნება საქართველოს ძველი დედაქალაქის მცხეთის მონახულებას, რომელიც კვლავაც რჩება ქვეყნის მთავარ სასულიერო ცენტრად და მცხეთის ჯვართან (მე-6 ს.) და სვეტიცხოველთან (მე-11 ს.) ერთად UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის. გარდა ამისა, ვეწვევით უძველეს ციხე-ქალაქ ”უფლისციხეს” ( მე-6 ჩ.ა.), რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარეობს და სტალინის მშობლიურ ქალაქ - გორს. მეოთხე დღეს ვესტუმრებით გარეჯის უდაბნოში არსებულ მონასტერს, რომელიც ერთ-ერთი ასირიელი მამის - დავით გარეჯელის მიერ მე-6 საუკუნეში იქნა დაარსებული.

I დღე:
თბილისი – ძველი თბილისი, აბანოთუბანი, მეტეხის ეკლესია, სინაგოგა, სიონი, ანჩისხატი, რუსთაველის გამზირი. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

II დღე:
კახეთი – ალავერდი, თელავი, წინანდალი, სიღნაღი, ბოდბე. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

III დღე:
მცხეთა – ჯვარი, სვეტიცხოველი; გორი – უფლისციხე. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

IV დღე:
დავთი გარეჯი. ღამისთევა თბილისის სასტუმროში.

ტურის ღირებულებაში შედის:
– სასტუმროს ჯავშანი;
– ორჯერადი კვება;
– ტრანსფერი აეროპორტიდან აეროპორტამდე;
– ტრანსპორტირების ხარჯები;
– მუზეუმების და სხვა ბილეთები;
– გიდის მომსახურება.