პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 

ცქრიალა ღვინის ტური
ხანგრძლივობა: 1 დღე
კომპანია: ბაგრატიონი 1882
მისამართი: დ. სარაჯიშვილის ქ. 12
ტელ: +995 (32) 265 53 00, +995 (595) 11 70 03
ფაქსი: +995 (32) 265 24 32
ელ–ფოსტა: info@bagrationi.ge
ვებ-გვერდი: www.bagrationi.ge

 
ტურის შესახებ:
გინდათ ნახოთ როგორ მზადდება ბაგრატიონი 1882-ის ცქრიალა ღვინო? გვესტუმრეთ ბაგრატიონის ცქრიალა ღვინის ტურზე და მიიღეთ დაუვიწყარი სიამოვნება. ბაგრატიონი 1882 გთავაზობთ ერთ-ერთ უმშვენიერეს ქართულ რიტუალში მონაწილეობას. თქვენ, ნახავთ ცქრიალა ღვინის დამზადების ყველა საფეხურს საწარმოში ყურძნის მიღების შემდეგ. ბაგრატიონის ცქრიალა ღვინო რჩეული ქართული ვაზის ჯიშებისგან მზადდება. სულ რაღაც ორმოცდახუთ წუთში თქვენ საფუძვლიანად დაეუფლებით ცქრიალა ღვინის წარმოების მეთოდებს. გვეწვიეთ და ნახეთ თუ როგორ მზადდება ბაგრატიონის ცქრიალა ღვინოები. სპეციალურ სადეგუსტაციო დარბაზში საშუალება მოგეცემათ დააგემოვნოთ ბაგრატიონი 1882-ის სხვადასხვა სახეობის ცქრიალა ღვინო.