პარასკევი, 29 მარტი, 2024
| | | |
 

ორი დედაქალაქი - თბილისი და მცხეთა
ხანგრძლივობა: 1 დღე
კომპანია: კავკაზუს თრაველი
მისამართი: კ. აფხაზის ქ. 44/II
ტელ: +995 (32) 298 74 00
ფაქსი: +995 (32) 298 73 99
ელ–ფოსტა: georgia@caucasustravel.com
ვებ-გვერდი: www.caucasustravel.com

 
ტურის შესახებ:
ძირითადი ფაქტები:

• მეტეხის ტაძარი (მე-12 - მე-13 სს)
• გოგირდის აბანოები;
• სიონის საკათედრო ტაძარი (მე-6-მე-7 სს);
• ნარიყალას ციხესიმაგრე (მე-4-მე-16 სს);
• ანჩისხატის ტაძარი და სამრეკლო (მე-6-მე-7 სს);
• მამა დავითის მონასტერი;
• ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;
• საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
• ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ;
• ჯვარის მონასტერი (მე-6-მე7 სს.);
• სვეტიცხოველი (მე-11 ს.)

შენიშვნა: თბილისი - წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქს, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა მე-5 საუკუნეში დაარსა. აქ მითები და ისტორია, კულტურა და ტრადიციები, მრავალფეროვანი ბუნება და სტუმართმოყვარე ადამიანები, შთამაგონებელი პოეზია, პოლიფონიური სიმღერები და დახვეწილი ცეკვები, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. დღეს, თბილისი თანამედროვე ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი მუზეუმებითა და თეატრებით, არგ-გალერეებით, ეკლესიებით და არქეოლოგიური გათხრებით, გოგირდის აბანოებით, ვიწრო ქუჩებითა და ლამაზ-აივნებიანი სახლებით.

მცხეთა - მდინარეების არგვისა და მტკვარის გადაკვეთის ადგილას დგას და ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. იგი ჯერ კიდევ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში წარმოდგებნდა დასახლებულ ტერიტორიას. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში კი იგი აღმოსავლეთ ქართული სამეფოს, იბერიას დედაქალაქი იყო. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სახელწოდება ”მცხეთა” გამომდინარეობს ყველა ქართველის წინაპრის, ქართლოსის ვაჟის ”მცხეთოსის” სახელიიდან. მცხეთა აღნიშნულია UNESCO- ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ფასი შეიცავს:

• სახმელეთო გადაყვანა მსუბუქი ავტომობილით (1-2 სულზე) ან მინიავტობუსით (3-9 სულზე);
• ლანჩი;
• ერთი ბოთლი მინერალური წყალი;
• კულტურული ტურის გიდი: (ინგლისრად, გერმანულად, ფრანგულად და რუსულად მოლაპარაკე - მოთხოვნის მიხედვით).

ფასი არ შეიცავს:

• შესასვლელი ბილეთები.