შაბათი, 20 აპრილი, 2024
| | | |
 

ოქროს საწმისის ქვეყანა
ხანგრძლივობა: 12 დღე/11 დღე
კომპანია: პრომეთეა ვოიაჟი
მისამართი: კოსტავას ქ. 45
ტელ: +995 (32) 222 14 25, +995 (790) 22 14 25
ფაქსი: +995 (32) 222 14 26
ელ–ფოსტა: contact@promethea-voyages.com
ვებ-გვერდი: http://www.promethea-voyages.com

 
ტურის შესახებ:
დღე 1: თბილისი

თბილისში ჩამოსვლა და საოჯახო სასტუმროში განთავსება.

დღე 2: თბილისი

დილით გაიმართება ტური თბილისის გარშემო, რომელიც მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზეა განთავსებული. ვესტუმრებით ნარიყალას ციხესიმაგრის ნანგრევებს, ქვაფენილ ქუჩებსა და ტაძრებს. ლანჩი. ვესტუმრებით მეტეხის ტაძარს (V-XIII საუკუნეები), სახელგანთქმულ გოგირდის აბანოებსა და ტრადიციულ საცხობს. ღამისთევა თბილისში.

დღე 3: თბილისი-გორი-ქუთაისი

გავემართებით დასავლეთ საქართველოში. გზად ვესტუმრებით მცხეთას, საქართველოს ძველ დედაქალაქს. მოვინახულებთ რამოდენიმე ტაძარს, მათ შორის, ჯვარს, სვეტიცხოველსა და სამთავროს. შევუხვევთ გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში, ვესტუმრებით მის სახლ-მუზეუმს. ლანჩი გორში. უძველეს ქალაქ უფლისციხეში სტუმრობა ( 1 საუკუნე). შემდეგი გაჩერება ქუთაისი იქნება, სადაც საოჯახო სასტუმროში გავათევთ ღამეს.

დღე 4: ქუთაისი

სტუმრობა ქუთაისში - ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქში. ულამაზესი ტაძრის, ბაგრატის მონახულება, რომელიც ცნობილია იმით რომ სახურავი არ გააჩნია. შემდეგი გაჩერება გელათია - XII საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, სადაც მეფე დავით აღმაშენებელია (საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მონარქი) დამარხული. ლანჩი ქუთაისში. სტუმრობა სათაფლიაში - აქ არის ბუნებრივი მღვიმეები, რომლებიც თავისი სტალაგმიტებითა და სტალაქტიტებითაა ცნობილი. ღამის თენება ქუთაისის საოჯახო სასტუმროში.

დღე 5: ქუთაისი-მესტია

გასვლა სვანეთში. ჩამოსვლა მესტიაში. ლანჩი. მე-11 საუკუნის ტაძრის, ლატანის მონახულება. ღამის გათენება მესტიის საოჯახო სასტუმროში.

დღე 6: მესტია-უშგული

მესტიაში სტუმრობა მოიცავს ეთნოგრაფიულისა და სახელგანთქმული ქართველი ალპინისტის, ხერგიანის მუზეუმების მონახულებას. ლანჩი მესტიაში. უშგულისაკენ გასვლა. ღამის გათენება უშგულის საოჯახო სასტუმროში.

დღე 7: უშგული-მესტია

უშგულისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება. ლანჩი უშგულში. დაბრუნება მესტიაში და ღამის გათენება.

დღე 8: მესტია-ზუგდიდი-ფოთი

გამგზავრება ზუგდიდში და დადიანების სასახლის მონახულება. ლანჩი. შემდეგ ფოთში, ყოფილ ფაზისში გამგზავრება. ეს იყო მნიშვნელოვანი კომერციული წერტილი ანტიკურ საქართველოში. ღამის თენება ფოთში.

დღე 9: ფოთი-ბათუმი

დილით, პალიასტომის ტბაზე - კოლხეთის ეროვნულ პარკში გასეირნება მცირე ნავით, რომელიც ცნობილია თავისი ფლორითა და ფაუნით. ტბასთან ახლოს მდებარე რესტორან ”ფაზისში” ლანჩი. ბათუმისაკენ გამგზავრება და გზად ბოტანიკური ბაღის მონახულება. ღამის გათენება ბათუმში.

დღე 10: ბათუმი

ბათუმის დათავლიერება და გონიოს ციხესიმაგრისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება. ლანჩი ზღვის სანაპიროსტან მდებარე რესტორანში. თავუფალი დრო შუადღეს და ღამის გათენება ბათუმში.

დღე 11: ბათუმი-თბილისი

დაბრუნება თბილისში ვანის გავლით. არქეოლოგიური გათხრების და მუზეუმის მონახულება. ლანჩი

დღე 12: დატოვება