პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 

ვანის ოქროს საგანძური
ხანგრძლივობა: 2 დღე
კომპანია: ჯორჯიან ჰოლიდეის
მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ. 87
ტელ: +995 (32) 218 45 39, +995 (593) 52 96 85
ფაქსი: +995 (32) 295 69 63
ელ–ფოსტა: info@georgianholidays.com
ვებ-გვერდი: www.georgianholidays.com

 
ტურის შესახებ:

მარშრუტი:

თბილისი-ქუთაისი-ვანი-თბილისი. 620 კმ.

დღე 1.

09:00 - გასვლა თბილისიდან. ჩასვლა ქუთაისიდან რიკოთის უღელტეხილის გავლით. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანაში ქუთაისი მეფე აიეტის - მედეას მამის და ოქროს საწმისის მფლობელის დედაქალაქი იყო. შესაშურმა ადგილმდებარეობამ საშუალება მისცა ქალაქს განვითრებულიყო, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი საბერძნეთიდან ინდოეთამდე გზაზე. ლანჩი ადგილობრივ რესტორანში. სტუმრობა ბაგრატის ტაძარში (მე-11 ს.) ეს ტაძარი გაერთიანებული სასაქართველოს პირველმა მეფემ ააგო, როგორც ერთიანი ქვეყნის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ დანგრეულია, მისი სტრუქტურა კვლავაც ისეთივე დიადი და საუცხოოა. სტუმრობა გელათის აკადემიაში (მე-12 ს), რომელიც საუცხოოდაა მოთავსებული ტყით დაფარულ მაღლობზე, ქუთაისიდან 7 კმ დაშორებით. კომპლექსი შედგება საკათედროო ტაძრის, აკადემიის შენობის, ორი ფრესკებიანი ტაძრის, სამრეკლოს და მეფე დავით აღმაშენებლის სამარხისაგან. სტუმრობა მოწამეთა მონასტერში (მე-11 ს.). აქ თქვენ დაგხვდებათ სუნთქვა-შემკვრელი ხედები მდინარესა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ადგილი მაქსიმალურად იზოლირებულია და ტურისტებიც იშვიათად სტუმრობენ. აქ ყველაზე კარგად შეიგრძნობთ მონასტრული ცხოვრების არსს. 19:00 სადილი და ღამის გათენება ქუთაისის სასტუმროში.

დღე 2

09:00 აღმოაჩინეთ ვანის უძველესი ციხე-ქალაქი. ბოლო 100 წლის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ არტიფაქტების გასაოცარი რაოდენობა აღმოაჩინეს. მათ შორის, თიხის ჭურჭელი, ოქროს ძვირფასეულობა, ბერძნული ფუფუნების საგნები, გრაციოზული ბრინჯაოს სკულპტურები და მთელი რიგი დაკრძალვის პროცესის საგნებისა. ყველაფერ ამის ნახვას ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში შეძლებთ. გამგზავრება სათაფლიაში, სადაც შეგიძიათ იხილოთ დინოზავრის ნაკვალევი. 19:00 დაბრუნება თბილისში

ისტორიულ-არქიტექტურული ფაქტები:

დღე 1: ბაგრატის ტაძარი, მე-11 საუკუნე, გელათის აკადემია, მე-12 საუკუნე, მოწამეთა, მე-11 საუკუნე. დღე 2: ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სათაფლია. ფასები: 1 სული: 260 ევრო
2 სული: 180 ევრო
3 სული: 160 ევრო
6 სული: 110 ევრო
10 სული: 90 ევრო
12 სული:80 ევრო

ფასი შეიცავს:

• სახმელეთო მგზავრობა მანქანით (1-2 სულზე) ან მინი-ავტობუსით (3-9 სულზე)
• კვება: 1 საუზმე, 1 ლანჩი, 1 პიკნიკი, 1 სადილი.
• დღეში 1 ბოთლი მინერალური წყალი 1 სულზე;
• ექსკურსია;
• კულტურული ტურის გიდი: (ინგლისრად, გერმანულად, ფრანგულად და რუსულად მოლაპარაკე - მოთხოვნის მიხედვით).

ფასი არ შეიცავს:

- ფასი არ შეიცავს სასმელსა და დაზღვევას.