შაბათი, 27 აპრილი, 2024
| | | |
 

ღვინის ტური კახეთში
ხანგრძლივობა: 2 დღე
კომპანია: ჯორჯიან ჰოლიდეის
მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ. 87
ტელ: +995 (32) 218 45 39, +995 (593) 52 96 85
ფაქსი: +995 (32) 295 69 63
ელ–ფოსტა: info@georgianholidays.com
ვებ-გვერდი: www.georgianholidays.com

 
ტურის შესახებ:

მარშრუტი:

თბილისი-გურჯაანი-წინანდალი-თბილისი. 350 კმ.

დღე 1

09:00 - თბილისის დატოვება და ნინოწმინდას მონასტრისაკენ (მე-6 ს.) გამართვა. 12:00 - ღვინის დეგუსტაცია ”კარდენახის” ღვინის ქარხანაში. გურჯაანის უნიკალური ყველაწმინდა მონასტრის (მე-8 ს.) მონახულება. სტუმრობა იყალთოს აკადეიაში, რომელიც მე-12 საუკუნეში მეცნიერისა და განმანათლებლის, არსენ იყალთოელის მიერ იქნა დაარსებული. სტუმრობა ღვინის კომპანია ”ალავერდში”, რომელიც სოფელ ჩუმლაყშია დაფუძნებული. 20:00 სადილი და ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივ რესტორანში. ღამის გათენება გურჯაანის სასტუმროში.

დღე 2

09:00 - სასტუმროში საუზმობის შემდგომ ვეწვევით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, ღვინის ქარხანასა და ღვინის ბიბლიოთეკას. ეს ადგილი საქართველოს კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. რომელსაც ბევრი ქართველი და უცხოელი პოეტი, მწერალი და მსახიობი სტუმრობდა. სახლის გარშემო დეკორატიული ბაღია, რომელშიც 1000-ზე მეტი მცენარის ნარგავის ნახვა შეიძლება. 13:00 - ლანჩი წინანდლის ღვინის კომპანიაში - ”შუმი”. ლანჩის შემდგომ ვეწვევით ალავერდის საკათედრო ტაძარს, რომელიც 11 საუკუნეში იქნა აშენებული. სტუმრობა ღვინის კომპანია - ”ბადაგონში” და ღვინის დეგუსტაცია. 20:00 - დაბრუნება თბილისში.

ფასები:

1 სულზე: 275 ევრო;
2 სულზე: 215 ევრო;
3 სულზე: 215 ევრო;
6 სულზე: 150 ევრო;
10 სულზე:140 ევრო;
12 სულზე:130 ევრო
16 სულზე:120 ევრო

ფასი შეიცავს:

• სახმელეთო მგზავრობა ავტომობილით (1-2 სული) ან მინიავტობუსით (3-9 სული)
• კვება: 1 საუზმე, 1 ლანჩი, 1 პიკნიკი, 1 სადილი;
• დღში 1 ბოთლი მინერალური წყალი ერთ სულზე;
• ექსკურსიის და სხვა ხარჯები;
• კულტურული ტურის გიდი: (ინგლისრად, გერმანულად, ფრანგულად და რუსულად მოლაპარაკე - მოთხოვნის მიხედვით.
• ღვინის დეგუსტაცია 5 ღვინის ქარხანაში.