პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 
დასვენება
 ბაზალეთი (1)
 ბათუმი (8)
 ბაკურიანი (6)
 ბორჯომი (1)
 გუდაური (2)
 კეჩხობი (1)
 კვარიათი (1)
 საირმე (0)
 სიღნაღი (2)
 ურეკი (5)
 ქობულეთი (2)
 ყვარელი (1)
საირმე

ბალნეოლოგიური კურორტი საირმე მდებარეობს ბაღდადის რაიონში, ზღვის დონიდან 950 მ.–ზე. საირმეს კლიმატი რბილია, ზამთარში მცირე რაოდენობის თოვლით. საშუალო ტემპერატურა იანვარში -1.00C, ხოლო აგვისტოში +170C. ნალექების რაოდენობა წელიწადში 900 მმ–ია.
საირმე ცნობილია თავისი მინერალური წყლებით, რომლებსაც ძირითადად თირკმელების, საშარდე ორგანოებისა და კუჭ–ნაწლავის სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს იყენებენ.
არსებობს საირმის მინერალური წლის 2 ნაირსახეობა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება #1 და #3 ბურღილის წყაროები, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით წარმოადგენს ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ კალციუმიან-ნატრიუმიან წყალს, ხოლო მეორე ჯგუფს - #4 და #5 წყაროები, რომლებიც მიიკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონა–ტულ ნატრიუმიან (ბორჯომის ტიპის) მინერალურ წყლებს.
საირმის სეზონი იწყება მაისში და გრძელდება ნოემბრამდე.