ოთხშაბათი, 23 მაისი, 2018
| | | |
 
დასვენება
 ბაზალეთი (1)
 ბათუმი (8)
 ბაკურიანი (6)
 ბორჯომი (1)
 გუდაური (2)
 კეჩხობი (1)
 კვარიათი (1)
 საირმე (0)
 სიღნაღი (2)
 ურეკი (5)
 ქობულეთი (2)
 ყვარელი (1)
სიღნაღი

თუკი თბილისიდან კახეთის გზატკეცილის 98-ე კილომეტრზე, მთავარი გზიდან მარჯვნივ გადაუხვევთ, რამდენიმე წუთში თქვენ მზერას ზღაპრული ქალაქის სილუეტი წარუდგება. რაც უფრო მაღლა ადიხართ მთის ფერდობზე, სილუეტი უფრო მკვეთრად იკვეთება და თქვენს თვალწინ მართლაც საოცარი სანახაობა იშლება. ეს სიღნაღია – საქართველოს ერთ–ერთი უმშვენიერესი ქალაქი. აქ, ქალაქის ვიწრო, ქვაფენილით მოკირწყლულ  ქუჩებზე, კარგად იგრძნობა გასული საუკუნეების კოლორიტი. განსაკუთრებით დაგამახსოვრებთ თავს არაჩვეულებრი-ვად მიმზიდველი აივნიანი სახლები, აივნების ხის აჟურული ზღუდეები, ციხე– გალავანი და უმშვენიერესი ხედი რომელიც ქალაქიდან იშლება – ალაზნის ველის უკიდეგანო სივრცე და კავკასიონის დათოვლილი ქედები.
სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში. ამავე დროს, 1762 წელს აშენდა 5 კმ.–მდე სიგრძის ციხე–გალავანიც, რომლის მშენებლობასაც ერეკლე II აწარმოებდა. იგი 40 ჰა ტერიტორია იკავებს, რაც სრულიად არ არის შემთხვევითი. მტრის შემოსევისას აქ ახლომდებარე სოფლების მთელი მოსახლეო-ბა იმალებოდა. თვით სიტყვა"სიღნაღი" თურქული წარმოშობისაა და ნიშნავს თავშესაფარს. ციხე-გალავანს ჰქონდა 23 კოშკი, 8 კარი, კოშკების უმეტესობას ახლომახლო მდებარე სოფლების სახელები აქვთ მიკუთვნებული. ეტყობა, სწორედ ამ სოფლების მოსახლეობა მონაწილეობდა ამ ბურჯების და გალავნის ამ ნაწილის აგებაში. გალავანი რიყის ქვით არის ნაგები, აგურის გამოყენებით; ბევრგან ჩანს ქონგურების კვალი.
გალავანი უწყვეტი იყო და ერთ-ერთი უდიდესი საქართველოს ისტორიულ ძეგლებში. დღეისათვის იგი თითქმის პირვანდელი სახით არის აღდგენილი და აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ავიდნენ ორიარუსიან კედლებზე და სათოფურები-დან გადახედონ ალაზნის ველს. სიღნაღის გალავნის ყველაზე დიდ კოშკში, რომელსაც "მეფის ან ქიზიყის ბურჯს" უწოდებენ ჩაშენებულია მცირე ზომის წმ. სტეფანეს ეკლესია (1762 წ.), რაც საკმაოდ უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტაა. ეკლესია აგებულია ე.წ. "ქართული აგურით" (ბრტყელი აგური), რიყის ქვის მცირედი შენარევით. აგურის წყობა ეკლესიისა და კარიბჭის კამარებზე ლამაზ ორნამენტულ სახეებს ქმნის. ეკლესია საკმაოდ დაზიანებული იყო, ხოლო კარიბჭის თავზე აგებული სამრეკლო დაანგრიეს საბჭოთა პერიოდში.

სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი
მისამართი: სიღნაღი, კოსტავას ქ. 10
ტელ: (99) 55 43 71; (99) 98 11 07; (99) 13 35 41.
http://www.sighnaghi.org.ge


საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 
მისამართი: 4100, სიღნაღი, თამარ მეფის ქ. 1
ტელეფონი: (+995 255) 3 24 48, 3 28 62
მუშაობის რეჟიმი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან - 18 სთ-მდე
შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისთვის - 0, 50 ლ., ბავშვებისა და სტუდენტებისთვის - 0,30 ლ., საექსკურსიო მომსახურება - 2. 50 ლ.
აღწერა:
მუზეუმში დაცულია: არქეოლოგიური (ჩვ. წ. აღ. II ათასწლეულის შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, სამკაული, იარაღი), V-XIX სს-ის ნუმიზმატიკური მასალა (სასანური, კოლხური თეთრი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის მონეტები, სხვადასხვა ქვეყნის ფულის ერთეულები), XIX ს-ის I ნახევრის ეთნოგრაფიული მასალები, ვერცხლის ჭურჭელი, სევადიანი მოვერცხლილი ქამრები, ხანჯლები, თოფები, დამბაჩა, საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ხატები, XIX ს-ის I ნახევრის ხალიჩებისა და ფარდაგების კოლექცია, XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები (ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი და სხვა).

 


სასტუმრო სიღნაღი
სიღნაღი, ჭავჭავაძის ქ. 1; ტელ: +995 (355) 3 10 02; +995 (595) 96 07 70; +995 (558) 15 55 51 ვრცლად...


სასტუმრო ფიროსმანი
სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. 6; ტელ: +995 (355) 24 30 30 ვრცლად...