სამშაბათი, 23 აპრილი, 2024
| | | |
 
დასვენება
 ბაზალეთი (1)
 ბათუმი (8)
 ბაკურიანი (6)
 ბორჯომი (1)
 გუდაური (2)
 კეჩხობი (1)
 კვარიათი (1)
 საირმე (0)
 სიღნაღი (2)
 ურეკი (5)
 ქობულეთი (2)
 ყვარელი (1)
ბაკურიანი

ოდესმე ყოფილხართ ბაკურიანში? არა? აუცილებლად უნდა ეწვიოთ მას. ეს, ხომ,  პატარა ზღაპრული ადგილია საქართველოში. დიახ, ჩვენი პერსონალური ზღაპარი. თეთრად დათოვლილი მთები, მწვანე ნაძვები, მარხილში შებმული ცხენები, სათხილამურო ტრასები, საციგურაო მოედნები. ყველაფერ ამის ნახვა ბაკურიანში შეგიძლიათ.

ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ).

 ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა -  4,3 °C.  ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი, რომლის სისქეც  64სმ - ს შეადგენს დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდეა.

ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი.

ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა.     

ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 წელს ბაკურიანი წარადგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.


აპარტამენტ–სასტუმრო სოფროსი
წრიულის (კობა ცაკაძის) ქ. 11; ტელ: +995 (595) 97 53 99; +995 (595) 97 53 98 ვრცლად...


სასტუმრო ვარსკვლავი
წაქაძის ქ. 6, ბაკურიანი; ტელ: +995 (32) 230 30 30 ვრცლად...


სასტუმრო ვილა პალასი
წაქაძის ქ. 1. დაბა ბაკურიანი; ტელ: +995 (8 267) 4 02 73; +995 (595) 90 11 44 ვრცლად...


სასტუმრო ვილა პარკი
რუსთაველის გამზ. 25, ბაკურიანი; ტელ: +995 (32) 230 30 30 ვრცლად...


სასტუმრო ვილავიტა
მთის ქ. 34, ბაკურიანი; ტელ: +995 (32) 239 77 71; +995 (599) 39 77 71 ვრცლად...


სასტუმრო მგზავრები
წაქაძის ქუჩა, კოხტის გადასახვევთან; ტელ: +995 (592) 220 520 ვრცლად...