პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 
სამზარეულო
 აზერბაიჯანული
 აზიური
 ბერძნული
 ბრიტანული
 გერმანული
 ევროპული
 თევზის რესტორანი
 იაპონური
 ირლანდიური
 იტალიური
 პიცერია
 სახაჭაპურე
 სახინკლე
 სლავური
 სტეიკ-ჰაუსი
 ტაილანდური
 უზბეკური
 უკრაინული
 უნგრული
 ფრანგული
 ქართული
 ჩინური
ბრიტანული სამზარეულო


ბრიტანული სამზარეულოს ისტორია უკვე მრავალ საუკუნეს მოითვლის. მიუხედავად იმისა რომ ადამიანები ყოველთვის სათანადოდ ვერ აფასებდნენ, ტრადიციული ბრიტანული სამზარეულო ძალზედ მრავალფეროვანია და განსხვავებული კულტურისა და რელიგიის მქონე ადამიანების გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. იგი თავის თავში მოიცავს უამრავ საუცხოო კერძს, რომელთა ისტორიაც გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა კუთხეებიდან იწყება.

ბრიტანული კერძები, როგორც წესი, ხორცზეა დაფუძნებული. იქნება ეს ძროხის, ქათმის, თევზისა  თუ ბატკნის ხორცი, მას აუცილებლად კარტოფილთან ან სხვა ბოსტნეულის გარნირთან ერთად მოგართმევენ.

აქვე მინდა შეგახსენოთ უკვდავი სენდვიჩი, რომელიც ყველა საქმიანი ადამიანის მშველელს წარმოადგენს.