ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024
| | | |
 
სამზარეულო
 აზერბაიჯანული
 აზიური
 ბერძნული
 ბრიტანული
 გერმანული
 ევროპული
 თევზის რესტორანი
 იაპონური
 ირლანდიური
 იტალიური
 პიცერია
 სახაჭაპურე
 სახინკლე
 სლავური
 სტეიკ-ჰაუსი
 ტაილანდური
 უზბეკური
 უკრაინული
 უნგრული
 ფრანგული
 ქართული
 ჩინური
გერმანული სამზარეულო

გერმანული სამზარეულო ხშირად ხასიათდება, როგორც ძალიან მძიმე და არაჯანსაღი, რაც შეგვიძლია მივაწეროთ გერმანიის სოფლებსა და  პერიფერიებში არარსებულ მრავაფეროვნებას ბოლო 200 წლამდე. თუმცა გერმანიამ საფრანგეთსა და იტალიასთან სიახლოვისაგან სარგებელი ნახა  და მათი ბევრი სანებელი და კერძების მზადების მეთოდები აითვისა, ცხადია თავისი თავისებურებების დამატებით.

გერმანული კერძები ერთმანეთისაგან გეოგრაფიისა (აქ წარმოდგენილია მთებიც, დაბლობებიც და ზღვაც) და წყლის გასასავლელთან სიახლოვის მიხედვით განსხვავდებიან, სადაც ისტორიულად ტრანსპორტირებასა და ვაჭრობას ჰქონდა ადგილი.  ისევე როგორც უწინ, დამარილება, შებოლვა და  კონსერვირება თევზის, ხორცისა და ბოსტნეულის მომზადების ყველაზე გავრცელებული საშუალებებია. უბრალოდ რომ შეხედოთ ყველაზე პოპულარულ კერძებს  - ”მატჯეს” (დამარილებული ქაშაყი) ან  ”ზაერბრატენ” ( ძმარსა და ღვინოში დაკონსერვებული შემწვარი ძროხის ხორხი) - უმალ მიხვდებით, რომ კერძის მომზადების უძველესი მეთოდები, გერმანიაში დღეს კვლავაც აქტუალურია.

პრეისტორიულ პერიოდებში, გერმანული კერძები ძალიან უგემური იყო. ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, მოსავლის სეზონი მათ  მხოლოდ ხორბლის და ქერის ადრეული ფორმებითა და შინაური ცხოველის საძოვრებით უზრუნველყოფდა. ცხვარი, ძროხა და თხა რძის, კარაქის, ყველისა და პერიოდულად ხორცპროდუქტებისათვის გამოიყენებოდა.

ადრეულ სანელებლებს წარმოადენდნენ ოხრახუში, ნიახური და კამა, რომლებიც დღესაც გამოიყენება.  რომაელებმა გერმანელებს ასწავლეს ნაყოფიანი ხეებისა და ვაზის მოშენება. სულ მალე ჭვავმა და შვრიამაც ჰპოვეს გავრცელება. კიოლნის გარშემო მდებარე რაიონები განსაკუთრებით მდიდარი იყო ეგზოტიკური სანელებლებითა და საკვებით, ხოლო ელექტროსადგურის წყალობით ქალაქმა სავაჭრო ქალაქის სტატუსი მოიპოვა.

დღეს, ისევე როგორც ადრე, გერმანულ სამზარეულოში, კვლავაც, აქტიურ როლს თამაშობს ბატკნის, ღორის და ძროხის ხორცი, რომლებსაც თავიანთ გარნირებთან ერთად ძველი ან თანამედროვე მეთოდებით ამზადებენ. პოპულარული სანელებლებია: მდოგვი, პირშუშხა და ღვია.

ბერლინი
გერმანული
ყაზბეგის გამზ. 26