ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2024
| | | |
 
სამზარეულო
 აზერბაიჯანული
 აზიური
 ბერძნული
 ბრიტანული
 გერმანული
 ევროპული
 თევზის რესტორანი
 იაპონური
 ირლანდიური
 იტალიური
 პიცერია
 სახაჭაპურე
 სახინკლე
 სლავური
 სტეიკ-ჰაუსი
 ტაილანდური
 უზბეკური
 უკრაინული
 უნგრული
 ფრანგული
 ქართული
 ჩინური
უნგრული სამზარეულო

ალბათ, უკვე, გსმენიათ უგემრიელესი უნგრული სამზარეულოს შესახებ. ტრადიციული უნგრული კერძები,  ხომ,  საოცარი  პიკანტური გემოთი და არომატით გამოირჩევა. ისინი, უმეტესად მწარე და ძალიან მძიმეა. ამიტომ,  მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ. უნგრული კერძების გემო დამყარებულია შეკაზმვისა და მომზადების საუკუნოვან ტრადიციებზე.

 

უნგრული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგრედიენტი წითელი წიწაკა, ეგრეთწოდებული პაპრიკაა. ის უამრავი კერძის შესაკაზმად გამოიყენება.

უნგრული სამზარეულოს სხვა მთავარი ინგრიდიენტებია: ნიორი, კომბოსტო, კარტოფილი, მაკარონი და კვლიავი.  უნგრულ საკვებში აქტიურად გამოიყენება, როგორც ნაღები, ისე არაჟანი. ცომში გახვეული სხვადასხვა სახის შიგთავსი, ისეთივე პოპულარულია უნგრეთში, როგორც კომბოსტოში ან წითელ წიწაკაში მოთავსებული ხორცი ან ბრინჯი. უნგრეთში ასევე პოპულარობით სარგებლობს ერთგვარი ბლინი, პალაკსინტა, რომელშიც სხვადასხვა სახის შიგთავსია გახვეული.

 

ყველაზე პოპულარული უნგრული საკვები არის ერთგვარი წვნიანი-გულიაში, რომელიც მზადდება ძროხის და ღორის ხორცის, ბოსტნეულის, კარტოფილის და შინ  დამზადებული მაკარონისაგან.

 

 

ჩაბას ჯაზ–როკ კაფე
უნგრული, ევროპული, ქართული
ვაშლოვანის ქ. 3

დუნა ბარი
უნგრული
ქიაჩელის ქ. 14