ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024
| | | |
 
სამზარეულო
 აზერბაიჯანული
 აზიური
 ბერძნული
 ბრიტანული
 გერმანული
 ევროპული
 თევზის რესტორანი
 იაპონური
 ირლანდიური
 იტალიური
 პიცერია
 სახაჭაპურე
 სახინკლე
 სლავური
 სტეიკ-ჰაუსი
 ტაილანდური
 უზბეკური
 უკრაინული
 უნგრული
 ფრანგული
 ქართული
 ჩინური
სლავური სამზარეულო

ცოტამ თუ იცის, რომ სლავური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია მსოფლიოში.             

სხვადასხვაგვარად მომზადებული ხორცი, მაკარონი და წვნიანები ტრადიციული სლავური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ბორში და შჩი ყველაზე პოპულარული წვნიანებია. იმის გამო, რომ როგორც წესი, ისინი საკმაოდ ნოყიერია, ხშირად ძირითადი კერძის როლსაც ასრულებენ. სლავური სამზარეულოს ღირსეული წარმომადგენელია სალიანკა  – ძალიან სქელი წვნიანი, რომელიც ახალი და სხვადასხვაგვარი შებოლილი ხორცის, კარტოფილისა და დამწნილებული კიტრისაგან მზადდება. მწნილს სლავურ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უკავია, პირველ რიგში კი,  დამწნილებულ კომბოსტოს, კიტრსა და პომიდორს.
სლავური  ბლინები თხელი ცომისაგან მზადდება და ძალიან თხლადაც ცხვება. ბლინი შეიძლება იყოს როგორც ტკბილი, ისე მარილიანი, ხოლო შიგთავსის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხორცი, ხიზილალა ან შედედებული რძე. ბლინებს ასევე, ხშირად მიირთმევენ ხილის ჯემთან ან არაჟანთან ერთად. 

რუსეთი  სლავური სამზარეულოს სამშობლოა. ეს არის ჩრდილოეთის ქვეყანა ძალზედ ხანგრძლივი  და ცივი ზამთრით. შესაბამისად, საკვები აქ ძალიან კალორიული უნდა იყოს. ამიტომ რუსები კერძების მომზადებისას იმ კომპონენტებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც ჭარბად შეიცავენ ნახშირწყლებსა და ცხიმებს. მათ შორის: ხორცს, პურს, კარტოფილს, კვერცხს, კარაქსა და რძეს.  უმი ხილი და ბოსტნეული იშვიათად გამოიყენება კერძში.

იზბუშკა
უკრაინული, სლავური
ყაზბეგის გამზ. 1