ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024
| | | |
 
სამზარეულო
 აზერბაიჯანული
 აზიური
 ბერძნული
 ბრიტანული
 გერმანული
 ევროპული
 თევზის რესტორანი
 იაპონური
 ირლანდიური
 იტალიური
 პიცერია
 სახაჭაპურე
 სახინკლე
 სლავური
 სტეიკ-ჰაუსი
 ტაილანდური
 უზბეკური
 უკრაინული
 უნგრული
 ფრანგული
 ქართული
 ჩინური
ტაილანდური სამზარეულო

ტაილანდურ სამზარეულოში აქცენტი, ძირითადად, კეთდება მსუბუქად მომზადებულ კერძებზე ძლიერ-არომატული კომპონენტებით. ტაილანდური კერძები გამოირჩევა თავისი სიცხარით. ბალანსი, დეტალები და მრავალფეროვნება ტაილანდურ სამზრეულოში ყველაზე მნიშვნელოვანია. ტაილანდური კერძები ასევე ცნობილია ხუთი ძირითადი გემოს: ცხარეს, მჟავეს, ტკბილის, მარილიანის და მწარეს ბალანსით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ერთიანად აღიქმება, ტაილანდური სამზარეულო ოთხ რეგიონულ სამზარეულოდ უნდა მოიაზრებოდეს ქვეყნის ოთხი მთავარი რეგიონის შესაბამისად. ესენია: ჩრდილოეთის, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის (ან ისანი), ცენტრალური და სამხრეთის. ტაილანდურ სამზარეულოზე უდიდესი გავლენა მოახდინა მეზობელი ქვეყნების სამზარეულოებმა, რომელთა შორისაა: ბირმა, ჩინეთის  იუმანისა პროვინცია, ლაოსი, კამბოჯა, ვიეტნამი, მალაიზია.

 

ტაილანდურ კერძთა შორისაა:

 

·        ჩოკ - ბრინჯის ფაფა, რომელსაც ტაილანდში, ჩვეულებრივ, საუზმეზე მიირთმევენ.  

·        ხაო ხაი ჩიაო - ომლეტი თეთრ ბრინჯთან ერთად, რომელსაც ჩვეულებრივ ჩილის სოუსთან ან კიტრის ნაჭრებთან ერთად შეექცევიან.

·        ხაო ტომ - ტაილანდური წვნიანი, რომელიც ჩვეულებრივ ღორი ხორცით, ქათმის ხორცით ან კრევეტებით მზადდება.

·        ხანომ ჩინ ნამია - მრგვლად მოხარშული ბრინჯის ატრია, რომელსაც თევზის სოუსი აქვს მოსხმული და ახალ ფოთლებსა და მცენარეებთან ერთად მიირთმევენ.

·        ხაო ხლუკ კაპი - კრევეტის წვენში შემწვარი ბრინჯი, რომელსაც ტკბილ გოჭის ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად მოგართმევენ.

·        ხაო მან კაი - ორთქლზე მოხარშული ბრინჯი ნიორთან და ქათმის ხორცთან ერთად.

·        ხაო პატ - ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული კერძი ტაილანდში. ტაილანდურ მანერაზე შემწვარი ბრინჯი. ჩვეულებრივ ქათმის ხორცთან, ძროხის ხორცთან, კრევეტებთან, ღორის ხორცთან, კიბორჩხალასთან,  კოკოსთან ან ანანასთან ერთად.

·        ხაო პატ კაი - შემწვარი ბრინჯი ქათმის ხორცთან ერთად.  

·        ტომ ხა კაი - ცხარე წვნიანი კოკოსის რძით, კალანგასა და ქათამთან ერთად.

 

ტაი
ტაილანდური
ი. აბაშიძის ქ. 35