პარასკევი, 29 მარტი, 2024
| | | |
 
ქართული არქეოლოგია

იცოდით, რომ საქართველო პირველი ევროპელების სამშობლო იყო? წარმოდგენაც კი არ გაქვთ? ნება მომეცით, მოგახსენოთ. დიახ, ეს სრული სიმართლეა. ანტიკური ადამიანები  დმანისში, სამხრეთ საქართველოში აღმოაჩინეს. არქეოლოგიური გათხრები აქ 1936 წლიდან მიმდინარეობს. 1991 წლიდან მოყოლებული კი, დმანისში პრეისტორიული ადამიანის 5 თავის ქალა იქნა აღმოჩენილი. ზეზვა და მზია აღიარეულნი არიან პირველ ადამიანებად, რომელთაც დატოვეს აფრიკა და დასახლდნენ ევროპაში.

უძველესი ჰომინიდები, ზეზვა და მზია, დაცულნი არიან საქართველოს სიმონ ჯანაშიას მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში.

აღნიშნული მუზეუმი  უძველესია  ქართულ მუზეუმთა შორის. იგი 1852 წელს დაარსდა. ჯანაშიას მუზეუმში 1 200 000 ექსპონატია (უმეტესად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული) დაცული. ზეზვასა და მზიას გარდა, რომლებიც უდავოდ წარმოადგენენ ყველაზე ძვირფას და გასაოცარ არტეფაქტებს, მუზეუმის კოლექციები მოიცავენ უნიკალურ ნივთებს სხვადასხვა ისტორიული პერიოდებიდან.

თუკი თბილისში იმყოფებით, გირჩევთ აუცილებლად  ეწვიოთ თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმსაც. ამ მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ მონუმენტები, რომლებიც თბილისის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს.  მსოფლიოში უძველესი, 4000 წლის მოკალული ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც დელისის ნამოსახლარში აღმოაჩინეს სწორედ აქ შეგიძლიათ იხილოთ.