შაბათი, 20 აპრილი, 2024
| | | |
 
ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ტაქსი
ავტო გაქირავება
 ავია კომპანიები
აეროპორტი
ავია ბილეთები
სარკინიგზო ტრანსპორტი
ტვირთების გადაზიდვა
დახმარება გზებზე
ავტოსერვისი
ავია კომპანიები

თბილისამდე :
თბილისამდე პირდაპირი ფრენები ხორციელდება ამსტერდამიდან, ათენიდან, აქტაუდან, ბაქოდან, კიოლნიდან, დუბაიდან, დიუსელდორფიდან, ფრანკფურტიდან, ჰანოვერიდან, სტამბულიდან, კიევიდან, მინსკიდან, ლონდონიდან, მიუნხენიდან, პარიზიდან, პრაღიდან, რიგიდან, თელავივიდან, ვენიდან და ერევნიდან. ამჟამად თბილისში დაფრინავებ ავსტრიის ავიახაზები, აზერბაიჯანის ავიხაზები, აეროსვიფტი, არკია, ბი ემ აი (ბრიტანეთის ავიახაზები), ბელავია, ჩეხეთის ავიახაზები, ჯორჯიან ეარვეისი, ლუფთჰანზა, სკატი და თურქეთის ავიახაზები. ფრენის დრო ევროპულ ქვეყნებში 4-დან 4,5 საათამდე მერყეობს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში 12 საათამდე აღწევს. მგზავრებმა თბილისში  ჩამოსვლისას უნდა შეავსონ საგადასახადო დეკლარაცია, რომელიც ქვეყნის დატოვებისას უნდა წარედგინოს საბაჟოს თანამშრომლებს. ვალუტისა თუ სხვა ღირებული ნივთების დამალვის მცდელობა შეიძლება საჯარიმო სანქციებით დასრულდეს.

თბილისიდან:
მგზავრებს შეუძლიათ წინასწარ დაჯავშნონ ბილეთები, როგორც ავიკომპანიის  ოფისში, ისე ავიაბილეთების რეალიზატორ კომპანიაში. გარდა ამისა, ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აეროპორტშიც. ამასთან, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს.

ბარგი:
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წესების თანახმად, უფლება არ გაქვთ თან იქონიოთ:

ბარგში:
• ფეთქებადი ნივთიერებები ( თოფის წამალი, ფეიერვერკი,  და სხვ.)
• ადვილად-აალებადი ნივთიერებები (გამხსნელი, საღებავი, სანთებელა და სხვ.)
• მყარი ან თხევადი ქიმიკალები.

ხელ-ბარგში:
• ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთი;
• ბასრი, და მჭრელი საგნები (ხმალი, ნაჯახი, დანა, მაკრატელი და სხვ.);
• ცეცხლსასროლი იარაღი ( პისტოლეტი, შაშხანა და სხვ.)

უფლება გაქვთ:
• იქონიოთ შემოწმებულ ბარგში ალკოჰოლური სასმელები, რომელთა ალკოჰოლური შემცველობა არ აღემატება 70 %-ს. ამასთან, ალკოჰოლიური სასმელი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული და არა უმეტეს 5 ლიტრისა ერთ მგზავრზე.
• იქონიოთ ხელ-ბარგში წამლები და დიეტის საშუალებები, ბავშვთა კვების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება ფრენის დროს დაგჭირდეთ. შესაძლოა, ამ ნივთების ფრენის პერიოდში  აუცილებლობის დამტკიცება გთხოვონ.
• იქონიოთ ხელ-ბარგში შეზღუდული რაოდენობა თხევადი ნივთიერებისა - არა უმეტეს 100 მლ. თითო და იგი გამჭვირვალე, პლასტმასის ჩანთებში უნდა იყოს მოთავსებული, არა უმეტეს 1 ლიტრისა ერთ მგზავრზე.
• შეიძინოთ  სითხე (სასმელი, პარფიუმერია) აეროპორტში, Duty Free მაღაზიებში ან თვითმფრინავში ყოფნინასას. თუკი ის სპეციალურ შეფუთვაშია, ნუ გახსნით მას, სანამ  საკონტროლო პუნქტზე არ შეამოწმებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი კონფისკაცია. თუკი ევროკავშირის აეროპორტების გავლით მიფრინავთ, ნუ გახსნით შეფუთვას, სანამ დანიშნულების საბოლოო პუნქტს არ მიაღწევთ.
• ყველა ეს ნივთიერება და საგანი შეიძლება დაემატოს ( არა უმეტეს 1 ლიტრისა) იმ რაოდენობას, რომელიც უკვე თან  გაქვთ.
იმისათვის, რომ ამოცნობილ იქნეს ნივთიერებები საკონტროლო პუნქტზე, თქვენ უნდა:
• აჩვენოთ ყველა სითხე, რომელიც თან გაქვთ, რათა იგი შემოწმებულ იქნეს ავიაციის უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტზე;
• გაიხადოთ ქურთუკი და/ან ლაბადა, რათა ისიც პარალელურ რეჟიმში შემოწმდეს.
• ამოიღოთ ლეპტოპი და სხვა დიდი ზომის ელექტრონული მოწყობილობები, რათა მათი შემოწმებაც იყოს შესაძლებელი.

ცხოველებთან ერთად მგზავრობა:
თუკი მგზავრობას შინაურ ცხოველთან ერთად აპირებთ, ოპერატორი ბილეთის დაჯავშნისას უნდა გააფრთხილოთ. აეროპორტში წინასწარ მოგიწევთ მოსვლა, რათა მოხდეს ცხოველის რეგისტრაცია. შინაური ცხოველები (ძაღლები, კატები, ფრინველები) მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურ კონტეინერში, რაც მგზავრმა თვითონ უნდა უზრუნველყოს.

რეგისტრაცია:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრაცია თვითმფრინავის აფრენამდე 40 წუთით ადრე სრულდება. არ დაგავიიწყდეთ გამოცხადების დროის დაზუსტება ბილეთის შეძენისას.
საერთაშორისო ავიაკომპანიათა უმეტესობა 2 საათით ადრე ითხოვს გამოცხადებას. 


ავსტრიის ავიაკომპანია
მისამართი: ფალიაშვილის ქ. 15; ტელ: +995 (32) 224 33 24;


აზერბაიჯანის ავიახაზების წარმომადგენლობა
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 28; ტელ: +995 (32) 255 88 88;


ეარ ეიჯენსის ჯორჯია
მისამართი: ეკალაძის ქ. 3 ; ტელ: +995 (32) 298 88 42;


თურქეთის ავიახაზები
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 147 ; ტელ: +995 (32) 294 07 03; +995 (32) 295 90 22;


ლუფთჰანზა
მისამართი: ფალიაშვილის გამზ. 15 ; ტელ: +995 (32) 224 33 24;


ყაზახეთის ავიხაზები (ავიაკომპანია - სკატი)
მისამართი: ინგოროყვას ქ. 12 ; ტელ: +995 (32) 293 66 00;


ჯორჯიან ეარვეისი
მისამართი: რუსთაველის გამზ. 12 ; ტელ: +995 (32) 299 91 80;