პარასკევი, 26 აპრილი, 2024
| | | |
 

რესტორანი: ქართული სახლი
მისამართი: გ. ახვლედიანის ქ. 23 (პეროვსკაია)
ტელ: +995 (32) 293 50 57
ელ-ფოსტა: kartulisaxlirest@gmail.com
სამზარეულო: ქართული, სახინკლე   
სამუშაო საათები: 10:00 - 02:00   
VISA    MASTER    MAESTRO    
 
გართობა:
ცოცხალი მუსიკა: ყოველდღე – ქალაქური სიმღერები

დამატებითი ინფორმაცია:
"ქართული სახლი" - ეს არის ადგილი, რომელიც სრულად ამართლებს თავის სახელს: აქ თქვენ აუცილებლად შეიგრძნობთ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუცხოო შერწყმის უნიკალურობას. ქართული აგურით მოპირკეთებულ კედლებზე ძველი ტფილისის შავთეთრი პეიზაჟები, თიხის ჭურჭელი, ეროვნული ორნამენტები - ყოველივე ეს "ქართული სახლის" ინტერიერს XIX საუკუნის განუმეორებელ კოლორიტს სძენს. აქ შექმნილი ატმოსფერო თავს ქართველი თავადიშვილის სტუმრად გაგრძნობინებთ: სადა და მდიდრული გარემო, უგემრიელესი კერძები, საგანგებოდ შერჩეული მუსიკალური თანხლება - კიდევ ერთხელ გვაგონებს წინაპრების მიერ სათუთად შემონახულ სტუმარმასპინძლობის წმინდა ადათს. სტუმრების კარგ განწყობაზე სტუმართმოყვარე მომსახურე პერსონალი ზრუნავს. ტრადიციული ქალაქური სიმღერები ცოცხალი შესრულებით რესტორნის ისედაც კოლორიტულ ატმოსფეროს კიდევ უფრო მიმზიდველსა და მყუდროს ხდის.